გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: როდესაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ

8-10-2018


პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცადებით, „რუსთავი2“-ის დირქტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქცია აუცილებელი იყო.

 

„წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს. არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება. ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც  რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.

 

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესე იგი რაღაცას სწორად არ აკეთებთ მეგობრებო“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031