გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსული პრესა: ჩვენ თავდაცვის მინისტრს ფაქტიურად საქართველოსთან ომის მოტივი დაუდეს მაგიდაზე

8-10-2018

თბილისში არსებული რ.ლუგარის სახელობის ჯანდაცვის ცენტრის (ლაბორატორიის) საკითხზე რადიო «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს წამყვანთან ოლღა ჟურავლიოვასთან ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ ისაუბრა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


„ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის სავარაუდო არსებობა აშშ-ის მიერ ერაყთან ომის დაწყების მიზეზი გახდა. ჩვენს თავდაცვის მინისტრს გენერალურმა შტაბმა საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო ომის მოტივი დაუდო მაგიდაზე. ლაბორატორია ამერიკულია, მაგრამ საქართველოში მდებარეობს. თავის დროზე ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში განიხილეს და ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც მას მხარი არ დაუჭირა, ლევან პირველი იყო, მიხეილ სააკაშვილის მტერი. იმ კანონის ძალით ამერიკელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველანაირი ტვირთის შეტანა შეუძლიათ ისე, რომ ქვეყნის ხელისუფლებას საქმის კურსშიც არ ჩააყენებენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გენშტაბის განცხადება კიდევ ერთ მოვლენასთან არის დაკავშირებული: ცოტა ხნის წინათ ისრაელმა და საქართველომ მოილაპარაკეს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე, რომლებითაც ქართული არმია იქნება აღჭურვილი. ჩემი აზრით, ესაა ისრაელის პასუხი რუსული C-300 რაკეტების სირიისათვის მიწოდებაზე. მიხარია, რომ ჩვენს გენშტაბში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სულაც არ უყურებენ იმას, თუ როგორი ხვევნა-კოცნა აქვთ ერთმანეთთან პუტინს და ნეთანიაჰუს. გენერლები თავიანთ საქმეს აკეთებენ“-განაცხადა შევჩენკომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930