8-10-2018
ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „იზვესტიის“ ჟურნალისტ ალექსეი ზაბროდინს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ესაუბრება: უკრაინასთან მეგობრობის ხელშეკრულების გაწყვეტის შედეგებზე, უკრაინის ეკლესიის მცდელობაზე ავტოკეფალიის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის წარმატებებსა და სომხეთთან თანამშრომლობაზე.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
- ახლახან პრაღაში თქვენი მორიგი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან, უკვე მესამედ მიმდინარე წელს. თქვენი აზრით, რამდენად გაუმჯობესდა 2018 წლის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა? და რომელ ეტაპზეა ამჟამად სავიზო საკითხის გადაწყვეტა?
- თუ სტატისტიკური მონაცემებს მოვიშველიებთ, რუსულ-ქართულ ურთიერTობებეში პროგრესი სახეზეა: ორმხრივი საქონელბრუნვა განუხრელად იზრდება - მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 44%-ით მოიმატა. ვფიქრობ, 2018 წლის შედეგები შარშანდელ რეკორდს მოხსნის და ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
რუსეთი ისევ რჩება საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორად და ქართული პროდუქციის ერთ-ერთ უდიდეს მომხმარებლად: მაგალითად, ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებული ღვინის თითქმის 60%-ს და მისი მოცულობა პერმანენტულად ფართოვდება. კვლავ შენარჩუნებულია სატრანსპორტო მოძრაობის დადებითი დინამიკაც - რვა თვის განმავლობაში სატვირთო ავტოგადაზიდვების მოცულობა გაიზარდა 16%-ით, მგზავრთა ნაკადი ავიახაზებზე - 35%-ით.
პოლიტიკურ სფეროში, სამწუხაროდ, პოზიტიური ტენდენციები არ ჩანს. თბილისი ძველებურად არ თანხმდება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, ისევ აგრძელებს რუსეთისადმი მტრულ მოქმედებას საერთაშორისო არენაზე, აქტიურად მონაწილეობს ნატოს სტრატეგიის რეალიზებაში რუსეთის შეკავების მიზნით.
პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ მსგავსი მოქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს, რომლის ნაყოფით ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას: როგორც იცით, ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შესამჩნევად გამარტივდა - პრინციპში, დღეს საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ვიზა რუსეთში გასამგზავრებლად. პრინციპში, არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის დაწესებასაც. სხვა საქმეა, რომ პრაქტიკაში ამის რეალიზება რთულია - ხელს გვიშლის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა. ამაზე ნეგატიურად მოქმედებს აგრეთვე მსოფლიოში შექმნილი სიტუაციაც ტერორიზმის გამოწვევების და არალეგალური მიგრაციის ზრდასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ რუსეთი და სომხეთი ძველებურად მოკავშირეები არიან? შეიცვალა რაიმე სომხეთის ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის დღიდან?
- ალბათ, იცით, რომ სომხეთში მომხდარი პოოლიტიკური ცვლილებების შემდგომ პერიოდში ერევან-მოსკოვის დიალოგი უმაღლეს დონეზე გრძელდებოდა - ორიოდე თვეში ნიკოლ ფაშინიანთან ვლადიმერ პუტინის სამი და დიმიტრი მედვედევის ორი შეხვედრა გაიმართა, მხარეები აქტიურად საუბრობდნენ ტელეფონის მეშვეობითაც. ამ კონტაქტების მთავარ პოლიტიკურ შედეგს უკვე ვხედავთ: სომხეთის ხელმძღვანელობა ადასტურებს რუსეთთან მოკავშირეობის ტრადიციულ კურსს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში, ინტეგრაციულ გაერთიანებებში - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, დსთ-ში, „ოდკბ“-ში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში სომხეთი არასტაბილური ვითარება შეიმჩნევა, ჩვენი თანამშრომლობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს, რასაც ორმხრივი ვაჭრობის ზრდა ადასტურებს: 2018 წლის პირველ ნახევარში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონელთბრუნვის მოცულობამ 23,4%-ით მოიმატა და 925,6 მილიონ დოლარს მიაღწია.
წყარო: «Известия» (რუსეთი)