გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

8-10-2018

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის მიმდინარე და დაგეგმილ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესთრომი, შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს უფროსი მოლი ლიენი და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახა კახიშვილმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა შვედეთის ხალხს და მთავრობას იმ თანადგომის, მეგობრობის და დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს უწევენ წლების განმავლობაში. მისი თქმით შვედეთი საქართველოს ყველაზე მეტად იმ სფეროებში უჭერს მხარს ,სადაც მას აქვს უპირატესობა გამოცდილების, მოქნილობისა და სანდოობის თვალსაზრისით.


„შვედეთის მიმდინარე დახმარება შეადგენს 162 მილიონ ლარზე მეტს. წელს შვედეთი მეოთხე ადგილზეა ორმხრივ დონორებს შორის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის დახმარება, რომელსაც შვედეთის მთავრობა საჯარო მმართველობის რეფორმას უწევს. აღნიშნული მხარდაჭერა მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სექტორის განვითარებისა და რეფორმირების ხელშეწყობას ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით”- განაცხადა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე.


მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის შვედეთის პარტნიორობა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. შეხვედრაზე საქართველო შვედეთის თანამშრომლობაზე შვედეთის ელჩმა ბატონ ულრიკ ტიდერქსტორმაც ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე საქართველო შვედეთის თანამშრომლობის ფარგლებში განიხილეს: მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ძირითადი მიღწევები და არსებული გამოწვევები, ასევე გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებები და სიღარიბის დაძლევის, სოციალური ჩართულობის საკითხები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930