გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიზნესმენებს მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელებისათვის 15 ნოემბრამდე შეეძლება რეგისტრაციის გავლა

8-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, პარლამენტი აძლევს ბიზნესს საშუალებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელებისათვის დამატებით ვადაში, 15 ნოემბრამდე გაიარონ რეგისტრაცია.


„შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უკვე მოვახდინე ჩემს კოლეგებთან ერთად.


დღეს მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე,მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია,არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა“-განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა.

„აღნიშნული დღე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა და იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. თუმცა, ეს გარდამავალი პერიოდი ბიზნესს კანონისმიერი ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლებს, დროულად მოახდინონ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირებისას მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა“-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031