გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ლუდის კომპანიამ“ საექსპორტო მაჩვენებლები გააუმჯობესა

8-10-2018

მიმდინარე წელს, სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ საექსპორტო მაჩვენებლები კიდევ უფრო გააუმჯობესა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა "საქმიანი დილაში" სტუმრობისას განმარტა, მიმდინარე წელს კომპანიის საექსპორტო მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ითაა გაზრდილი.


„მომავალი წლისთვის ექსპორტის კიდევ უფრო ზრდას ვგეგმავთ. დღეისათვის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს აზერბაიჯანის, რუსეთის, შუა აზიისა და არაბული ქვეყნების მიმართულებით“ - განაცხადა ცეზარ ჩოჩელიმ.


კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სს "ქართული ლუდის კომპანია" გაჩერებას არ აპირებს და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. მალე წარმოებაში  სპორტული მიმართულების სასმელები ჩაეშვება. ცეზარ ჩოჩელი იმასაც აანონსებს, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოში რამდენიმე უცხოური ბრენდის შემოყვანას უზრუნველყოფს.


„ვიწყებთ სპორტული მიმართულების სასმელების წარმოებას, ეს არის დაბალ კალორიული და ვიტამინებით გაჯერებული სასმელი, რომელიც ახალგაზრდებში და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტულ ცხოვრებას მისდევენ ძალიან სასარგებლოა“ -  განაცხადა ცეზარ ჩოჩელიმ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031