გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალიფორნიაში კანონი, რომელიც სკოლებს მოსწავლეების მშობლებისთვის მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკრძალავს, სასამართლოში გაასაჩივრეს

19-07-2024

სამხრეთ კალიფორნიის სკოლების გაერთიანება კალიფორნიის გუბერნატორს გევინ ნიუსომს სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატის სკოლების ადმინისტრაციას უკრძალავს მოსწავლეების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CBS News-ი ავრცელებს.


სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი მშობლების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს, და აგრეთვე ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლების ცნებას.


ტელეარხის თანახმად, ერთ-ერთი მომჩივანი მშობელი, რომლის მოსაზრება სარჩელშია დაფიქსირებული, ამბობს, რომ „ღმერთმა ქალი და კაცი შექმნა მკაფიოდ განსხვავებული სქესით“. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930