გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი: 2 წლის წინ, როცა საქართველოს უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, დღეს თავმჯდომარე ქვე

19-07-2024

2 წლის წინ, როცა საქართველოს უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


ილია დარჩიაშვილის თქმით, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.„ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული  ურთიერთობები, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვახსოვს 2 წლის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც საქართველოს უსამართლოდ ყოველგვარი მიზეზების, ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დღეს უკვე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, რა თქმა უნდა, უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მეტად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის აქტივობებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს საქართველოს და მე მგონია და  ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასიხარულო მოვლენა უნდა იყოს, რადგან ქვეყანა ,რომელიც თავმჯდომარე ქვეყანაა, აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ჩამოვსულიყავი ვიზიტით თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელმაც ახლა დაიწყო კონკრეტული დღის წესრიგის განხორციელება, გაგვეცვალა მოსაზრებები. ტრადიციულად, უნგრეთის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას კვალინდებურად გააგრძელებს", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ხედავს ხელისუფფლება ევეროპასთან პოლიტიკურ დიალოგს და ურთიერთობებს.


„პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი. საქართველო აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი მიღწეულ იქნას. პოლიტიკური დიალოგი გაგრძელება. პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს ურთიერთობებს. შესაბამისად, ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930