გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ირაკლი კობახიძის შეფასებები იყო ზუსტი, დროული და პასუხი იმისა, რომ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება

8-10-2018

პარლამენტის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებები „რუსთავი2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და არასამთავრობო ორანიზაციებთან დაკავშირებით ზუსტი და დროული იყო.


მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ საკუთარი ფეისბუქ-პოსტით, საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართა და უფლებადამცველებს ამ ქმედებაზე საპასუხო რეაქცია უნდა მოეხდინათ.

 

„თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო პასუხისმგებლობა და მიზანი გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამის მისაღწევად ძლიერი და ეფექტური გადაწყვეტიელბის მიღების გარდა  სხვა ვალდებულებაც გაგვაჩნია - დავაკვირდეთ და შევაფასოთ ნებმისმიერი ისეთი მოვლენა და პოზიცია, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდება.

 

ერთია, რომ არ შეიძლება თუნდაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთლიანად სამოქალაქო სექტორის სახელით ილაპარაკოს, რადგან ეს მანდატი  რეიტინგით დგინდება, საზოგადოების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხით და არა გრანტების მოცულობით; მეორე კი, ვფიქრობ, დანაშაულია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიცია, შეფასებები, საქმიანობა ერთმანეთთან უნისონში მოდის, ხშირად ატარებს ორმაგი სტანდარტის ხასიათს და ფაქტობრივად, ერთ მთლიან პოლიტიკურ დღის წესრიგს წარმოადგენს.

 

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი შეფასებები იყო ზუსტი, დროული და პასუხი იმისა, რომ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მოქმედება. ფაშიზმია, როცა ყოფილი გენპროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც მენტალურად ისევ წარსულში რჩება, საჯაროდ ემუქრება ყველას, ვინც მისი პარტიის მხარდამჭერი არ არის, საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართავს და საკუთარ მხარდამჭერებს მასობრივი აგრესიისკენ მოუწოდებს. ამ ფაშიზმის ნაწილია, როცა შენ, ვისაც უფლებადამცველის ამბიცია გაქვს, არ ახდენ მის შეფასებებს, რითაც ამ მოწოდების თანამზრახველი ხდები. გვარამია ვიცით ვინც არის, რას წარმოადგენს და არც ის გვიკვირს, რატომ არის ფაშისტურ ისტერიაში და აგონიაში ჩავარდნილი დღეს, მაგრამ სამოქალაქო სექტორის  წარმოამდგენლებს არ აქვთ უფლება მსგავს მოწოდებებს მშვიდად რომ შეხვდნენ.

 

ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას  ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი სჭირდება და არა ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგზე მორგებული ორგანიზაციების ერთობლიობა.  შეიძლება ის ყოველთვის არ იყოს ობიექტური, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა არ არსებობს სუბიექტურობის გარეშე, მაგრამ ეს სუბიექტურობა უნდა ემსახურებოდეს ისევ ჩვენს ხალხს, ქვეყანას და არა პოლიტიკურ პარტიებს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031