გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია

8-10-2018

“რამდენიმე დღეში, იხსნება ფრანკფურტის ბაზარი, სადაც საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.


როგოც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს.


“რამდენიმე დღეში, იხსნება ფრანკფურტის ბაზარი, სადაც საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს კულტურის მიმართ. ახლახან იუნესკომ ცნო ჩვენი სამი სახეობის ანბანი, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო მემკვიდრეობა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი თავის, ჩვენ მძიმე პერიოდი გავიარეთ, 70 წელი საბჭოთა კავშირის და გავიარეთ ის, რაც მოგვიწყო ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა – კონფლიქტები, ომი, ოკუპაცია – ამ ყველაფერს გავუძელით, როგორც გაუძლო წინა საუკუნეების მანძილზე ჩვენმა საქართველომ და მისმა მეფეებმა, ჩვენ კიდევ გავძლებთ და ვიქნებით ძალიან წარმატებული ქვეყანა. ვართ უკვე წარმატებულები, ეს პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, ამიტომ ერთად უნდა გავაძლიეროთ და ავაშენოთ ეს ქვეყანა. ერთად საქართველოსთვის”, -მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031