გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე წარმოადგენს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

22-07-2024

თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.


პრემიერის თქმით, ის თავად იყო ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში და კანონპროექტის მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.


„ამნისტიის კანონში აისახება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტიო როგორ ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდება იმის მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში, მეც ვიყავი პირადად ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვეღო. ერთი მხრივ, მაქსიმალურად განგვეტვირთა ციხეები ისე, რომ ამას არ გაეუარესებინა კრიმინოგენური ვითარება. თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031