გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, ძალიან მკაფიოა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია როგორც დასავლურ ინტეგრაციასთან, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით

8-10-2018

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უპასუხა.


ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე ეხება დასმულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ იმ დანაშაულის პრევენცია, რომელიც ჩაიდინა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.


„ეს იყო ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ისმებოდა 2008 წელს და ამას ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც. ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს, პირველ რიგში ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა და მე მინდა გითხრათ, რომ ეს პასუხი ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი და სასარგებლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“.


„გახსოვთ თქვენ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს მიხეილ სააკაშვილი იმის თაობაზე, რომ მის ასეთ ქმედებას, აუცილებლად მოყვებოდა ძალიან ცუდი შედეგი. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი ან როდესაც ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ბუნებრივია, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის გაფრთხილებას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ისევე, როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან 2008 წელს და ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა. იყო არაერთი გაფრთხილება და ამ გაფრთხილებების მიუხედავად, სააკაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რომელსაც მოყვა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ნიშანდობლივი არის ის, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ახორციელებს, სათავეში უდგას ის ქალბატონი, რომელიც იყო ე.წ მოდელირებული ქრონიკის ერთ-ერთი ავტორი” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.


„მინდა შეგახსენოთ რას ამბობდა თუნდაც იმ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა. ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიოა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია როგორც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც მათ შორის 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში არის ძალიან მკაფიოდ ასახული და დაფიქსირებული. ასევე, იმავე ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ადგილი ქონდა რუსულ პროვიკაციებს, ანუ ინიციატორად იმავე საუბარია პირდაპირ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში რომ ინიციატორი კონფლიქტის და აგრესიის 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი, ამას ეუბნებოდა ფრანგულ გამოცემებს სწორედ მაშინ სალომე ზურაბიშვილი, ის სპეციალურად წავიდა საფრანგეთში იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოებრივი პოზიციები და ინტერესები დაეცვა საზოგადოების წინაშე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930