23-07-2024
„დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული.
„მიხეილ სარჯველაძე, ამ სახელის გაგონებაზე ადამიანებს სახე უნათდებათ. დღესაც ეს მოხდა, დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა.
დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.
გავიხსენოთ სააკაშვილის მმართველობის დროს რა დღეში იყო ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ჰქონდათ მორგებული მთელი მისი ბიუჯეტი, მონოპოლია ჰქონდათ მედიკამენტებზე, საავადმყოფოებს საკუთრებაში იფორმებდნენ და ა.შ. ფაქტობრივად „მაფია“ მართავდა ამ სექტორს.
მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული“, - წერს ნინო ფოჩხუა.