გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ მსოფლიო ბანკის კვლევაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

8-10-2018


თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, „კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 77.4%-ი დაიმსახურა, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია.


ეს განცხადება მან მსოფლიო ბანკის მიერ  მმართველობის ინდიკატორების ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას გააკეთა.


ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით, ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზეა  და  ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს უსწრებს, როგორიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი,  სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.


„ზოგადად მსგავსი კვლევები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგა ამ კვლევებზე ეფუძნება შემდეგ თვითონ სახელმწიფოების ნდობა, ინვესტორების ნდობა მოცემული სახელმწიფოს მიმართ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვიქნებით ასეთ კვლევებში წარმოდგენილი. მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ კვლევებში ვართ წარმოდგენილი წამყვან პოზიციაზე, რაც საკმაოდ სასიხარულოა. ჩვენ რეგიონში მოწინავე ქვეყანას წარმოვადგენთ და პრაქტიკულად ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ამ ნაწილში ვუსწრებთ. ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ მსოფლიო ბანკის კვლევა შეიძლება იყოს მიკერძოებული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე გაცილებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფოები არიან ამ კვლევაში წარმოდგენილი  და შეუძლებელია ხელოვნურად მომხდარიყო ამ პოზიციის განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია ისიც, რომ 100%-იანი შკალიდან  ჩვენმა ქვეყანამ 77%- მიიღო. პრაქტიკულად საქართველოს არც ერთ წელს არ ჰქონია მსგავსი მაჩვენებელი,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.


გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით  214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო ფასდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930