გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში გიორგი (გორკა) მერებაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

23-07-2024

მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში, გიორგი (გორკა) მერებაშვილის სახელობის ტურნირი, ქალაქ კასპში, გიორგი (გორკა) მერებაშვილის სახელობის ღია საჭიდაო არენაზე გაიმართა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი (გორკა) მერებაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც უკვე ტრადიციულია და ყოველწლიურად ტარდება.


ტურნირში მონაწილეობდნენ 2007-2008-2009 წლებში დაბადებული ჭაბუკები კასპიდან, ქარელიდან და თბილისიდან.


კასპიდან პირველი ადგილები მოიპოვეს ერეკლე მჭედელაძემ (45 კგ), თემურ ოდოშაშვილმა (50 კგ) და თორნიკე გორჯოლაძემ (66 კგ).


ტურნირის გამარჯვებულებს და მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, ყოფილმა მოჭიდავეებმა და გიორგი (გორკა) მერებაშვილის ქალიშვილმა მარი მერებაშვილმა გადასცეს. პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეებს, ოჯახის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო მოჭიდავის მამამ გენადი მერებაშვილმა გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930