გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე სუსის განცხადებაზე: მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა

24-07-2024

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.


მისივე თქმით, დღეს ქართული სასამართლო და გამოძიება დამოუკიდებელია, მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.


„სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში არაერთი ადამიანი გამოიკითხა, არიან ადამიანები, რომელთაც უკრაინასთან აქვს შემხებლობა, დიდი ალბათობით გამოკითხულ პირთა წრე გაიზრდება და მათ შორის უკრაინაში მყოფი ადამიანებიც იქნებიან, ახლა პოლიტკორექტულობის დრო არ არის, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, როგორც აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, მორიდებული კატა ვირთხებს ათამამებს. დიახ ახლა მორიდების დრო არ არის, ვირთხებს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს და შესაძლო დანაშაულის მომზადება/განხორციელება არავის უნდა ეპატიოს!


დღეს ქართული სასამართლო და გამოძიება დამოუკიდებელია, მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, შესაძლოა საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ამ ბინძურ პროვოკაციას და მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა, შემდეგ კი სახელმწიფოს ყველა შტოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამნაშავეთა საქართველოში ექსტრადირება მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა მათ მდებარეობას, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და სასჯელი სრულად მოიხადოს“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031