გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

9-10-2018

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს, შემდეგ კი საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს შეეჯახა.


4 დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან მიკროავტობუსის მძღოლს შედარებით მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

 

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31