9-10-2018
ლევან იზორია ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ის თავდაცვის უწყების მოქმედი ხელმძღვენელის პასუხიმგებლობაზე საუბრობს.
„მე არ ვიცი ჩემი წინამორბედი რა პასუხისმგებლობას მაკისრებს, მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ დანაშაულებები, რომლებიც უკავშირდება საფინანსო დარღვევებს, არა ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში დაიწყო, არამედ 2016 წლის თებერვალსა და მარტში. საუბარია 100 ათასობით ლარის გადარიცხვაზე, ადამიანებზე რომლებიც გათავისუფლებულები იყვენენ. პირიქით ჩენი ოპერატიული მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ დანაშაულებების გამოვლენა დავიწყეთ, მათ შორის დანაშაულებების, რომლებიც ჩემი წინამორბედის პერიოდშია დაწყებული“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.