გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა!

27-07-2024

მარტივი ჭეშმარიტებაა - იქამდე, სანამ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ზეწოლა მოგონილი და აბსურდული მიზეზებით - იქამდე ვართ ომის საფრთხის უდიდესი რისკის ქვეშ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა.


„ხალხის ძალის ბოლო წერილზე მწერს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელშიც საუბარია კონგრესში, საქართველოს დაუსაბუთებელ კრიტიკაზე. დიახ, მარტივი ჭეშმარიტებაა - იქამდე, სანამ გრძელდება ზეწოლა საქართველოზე, ზეწოლა მოგონილი და აბსურდული მიზეზებით - იქამდე ვართ ომის საფრთხის უდიდესი რისკის ქვეშ.


საქართველოს ხელისუფლებას რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიეღო, სიტუაცია ისევ ანალოგიური იქნებოდა, ოღონდ ამჯერად კონგრესში გაგვაკრიტიკებდნენ სასამართლოს ან ცესკოს გამო.


იქამდე, სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა! ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ფაქტობრივად ეს არჩევნები სიკვდილ/სიცოცხლის ზღვარზე გადის!“ - წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31