გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ზეწოლის ადრე გამოყენებულმა ინსტრუმენტებმა შედეგი ვერ გამოიღეს, ამოქმედდა ახალი ინსტრუმენტები - „პარტნიორების“ მიერ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერება და ამ თანხის ენჯეოებისკენ და პარტიული მედიებისკენ მიმართვა

27-07-2024

დასავლელი პარტნიორების საქართველოსთან „პარტნიორობას“ ბოლო წლებში ერთობ თავისებური სახე მიეცა, რის გამოც ამ სიტყვას უკვე ბრჭყალებში ვათავსებ. აღმოჩნდა, რომ დასავლეთისთვის პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის ზვარაკად შეწირვას ნიშნავს თურმე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.


მისი განცხადებით, როდესაც ზეწოლის ადრე გამოყენებულმა ინსტრუმენტებმა შედეგი ვერ გამოიღო, ამოქმედდა ახალი ინსტრუმენტები - „პარტნიორების“ მიერ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერება.


„დასავლელი პარტნიორების საქართველოსთან „პარტნიორობას,“ ბოლო წლებში ერთობ თავისებური სახე მიეცა, რის გამოც ამ სიტყვას უკვე ბრჭყალებში ვათავსებ. აღმოჩნდა, რომ დასავლეთისთვის პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის ზვარაკად შეწირვას ნიშნავს თურმე, როდესაც სასწორზე დევს დასავლეთის დიადი მიზანი - მაგალითად, უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.


არაერთი ღია თუ ფარული მოწოდება თუ ზეწოლა განხორციელდა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე, რომ ის უფრო აქტიური ყოფილიყო უკრაინის დახმარების საქმეში. ინფორმაცია ამის შესახებ იძებნება საჯარო საინფორმაციო სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციებზე. როდესაც ზეწოლის ადრე გამოყენებულმა ინსტრუმენტებმა შედეგი ვერ გამოიღეს, ამოქმედდა ახალი ინსტრუმენტები - „პარტნიორების“ მიერ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერება და ამ თანხის ენჯეოებისკენ და პარტიული მედიებისკენ მიმართვა, ერთობლივი წვრთნების გადადება და ა.შ.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. საგარეო ფაქტორები რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, ეს დამოკიდებული იქნება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომელშიც „ქ/ოცნებას“ ყველაზე მეტი შანსი აქვს რომ გაიმარჯვოს“ - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031