9-10-2018
პარლამენტში კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსესუსით უნდა იყოს მიღებული.
“ჩვენ გვმართებს უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ საკითხი, ვინაიდან არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება შეძახილების ფონზე. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს რა წინადადებები იდო ამ პაკეტში, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს ამ პაკეტის მოხსნის ან ამ თემაზე ბჭობის გაგრძელების წინაპირობების შესახებ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.