27-07-2024
„საფრანგეთის გუშინდელმა მოვლენებმა ალბათ ევროპის ლიდერებს ბევრი საფიქრალი მისცა. ასე იწყებოდა ყველა რევოლუციური პროცესი მსოფლიოში, რისი განვითარებაც არც ერთ ჭკუათმყოფელს არ უნდა სურდეს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ორგანიზაცია IPSOS -მა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია.
„გუშინ, პარიზში მსოფლიო ოლიმპიადის გახსნის დღეს, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაჩნდა ცეცხლი. ფრანგული პრესა იუწყება, რომ ეს არის საბოტაჟი და უკავშირდება ბოლო პერიოდში საფრანგეთში და მთლიანად ევროპაში არსებული პოლიტიკის მიმართ საპროტესტო განწყობებს. ევროპას უსაფრთხოების პრობლემები ნამდვილად აქვს. ამას ასაბუთებს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებიც.
ევროკომისიის დაკვეთით, ორგანიზაცია IPSOS -მა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია. ეს შიში უმთავრესად გამოწვეულია უკრაინის ომით. ევროპელების ეს განწყობა ევროპარლამენტის არჩევნებზეც დაფიქსირდა.
მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ. სწორედ ამას არ გვპატიობენ. გლობალური ომის პარტიის მიზანი არ იყო ქართველების სიმშვიდე და ქვეყნის წინსვლა. თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველო დღეს ომში გახვეული რეგიონის ფონზე, ამაზე ტურისტების რეკორდული მაჩვენებელიც მეტყველებს.
საფრანგეთის გუშინდელმა მოვლენებმა ალბათ ევროპის ლიდერებს ბევრი საფიქრალი მისცა. ასე იწყებოდა ყველა რევოლუციური პროცესი მსოფლიოში, რისი განვითარებაც არც ერთ ჭკუათმყოფელს არ უნდა სურდეს. ამისთვის კი იძულებულნი გახდებიან შეცვალონ ომის პოლიტიკა და ყველამ ერთად, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, მშვიდობასა და სტაბილურობაზე იზრუნოს“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.