გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოთუას ქუჩაზე დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

9-10-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.


გოთუას ქუჩაზე, მოქალაქეს ორი ერთეული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დენის წყაროზე მიერთებული. საამქროში კაკლის სახეობის 38 ერთეული მორი და 6 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.


დეპარტამენტის ინფორმაციით, სახერხი საამქრო და მასში განთავსებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს გადაეგზავნა. სამმართველომ გამოძიება 287-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევას გულისხმობს. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031