გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა გიორგობიანი: პარიზის ოლიმპიადაზე შაბაშის მომწყობებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ადამიანისათვის უფრო მტკივნეულია რწმენის დაცინვის საკუთარი თვალით ხილვა - ყველაზე „ლიბერალმა” დასავლურმა ეკლესიებმაც კი დაგმეს აღნიშნული სცენა

29-07-2024

ქრისტიანობას ყოველდღიურად შეურაცხყოფენ ომებით, ადამიანთა ჩაგვრით და სხვა უკეთური საქმეებით, მაგრამ პარიზის ოლიმპიადაზე შაბაშის მომწყობებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ადამიანისათვის უფრო მტკივნეულია რწმენის დაცინვის, საკუთარი თვალით ხილვა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში.


მისი შეფასებით, ოლიმპიადაზე საიდუმლო სერობის სცენა, „ქვიარების უკანასკნელი ვახშამი გამოდგა”, რამაც ქრისტიანული სამყარო უფრო გამოაფხიზლა და დაანახა, ვისთან აქვს საქმე.


გიორგობიანის თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ოლიმპიური კომიტეტის ბოდიშიც.


„ქრისტიანობას ყოველდღიურად შეურაცხყოფენ ომებით, ადამიანთა ჩაგვრით და სხვა უკეთური საქმეებით, მაგრამ პარიზის ოლიმპიადაზე შაბაშის მომწყობებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ადამიანისათვის უფრო მტკივნეულია რწმენის დაცინვის, საკუთარი თვალით ხილვა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოწყობილი საიდუმლო სერობის ინსცენირება იმ დროს, როდესაც პლანეტის მოსახლეობა ტელევიზიით უყურებდა სანახაობას (ოლიმპიურ კომიტეტის დღევანდელი ბოდიში კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია), თითქოსდა დიონისოს პერსონაჟის ალიბით. გასაგებია, ჩვენ გვეწყინა, მაგრამ მათთვის ხომ ქვიარების უკანასკნელი ვახშამი გამოდგა და თვით ყველაზე „ლიბერალმა” დასავლურმა ეკლესიებმაც კი დაგმეს აღნიშნული სცენა. გამოდის, ქრისტიანობა ამით უფრო გამოფხიზლდა და შეაფასა, ვისთან აქვს საქმე, ხოლო მისი მტრები იძულებულნი არიან, ბოდიში იხადონ. ამაშია სწორედ ქრისტიანობის ძალა და არა პანთეონებში, ოლიმპიადასა და სხვა წარმართულ დღეობებში.


პ.ს. ის „მართლმადიანი” გიჟქალა არაფერს ამბობს საკუთარი საფრანგეთის საუკუნო სირცხვილზე, თუ ისევ უაზრო გამომეტყველებით იცინის კამერებთან”, - წერს ბიძინა გიორგობიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031