გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 თვის მანძილზე შსს-მ 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასცა

9-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი სხვადასხვა საჯარო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.


„დღევანდელ შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ანგარიში დეპარტამენტის მუშაობის შესახებ. ანგარიშში საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, თუ რა შედეგებია მონიტორინგის შედეგად მიღწეული. ვისაუბრებთ სტატისტიკურ მონაცემებზე, კერძოდ, რამდენად არის გაზრდილი ქალთა მიერ მომართვიანობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ასევე, გაზრდილია მომართვიანობა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზეც.


საუბარი იქნება განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავნერგეთ რისკის შეფასების ინსტრუმენტი, მოძალადის მონიტორინგის მექანიზმები. ასევე, საუბარი გვექნება იმ სახელმძღვანელოებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. წარმოვადგენთ სამომავლო გეგმებსაც, თუ რას აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში და წლის ბოლომდე. ოჯახურ დანაშაულებზე და ქალთა მიერ მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. 2017 წლის მონაცემებით, 4 ათასზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს. 9 თვის მონაცემებით კი - გამოცემული გვაქვს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი.


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. ამასთანავე, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის ახალი მექანიზმიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით ეფექტიანად მუშაობს.


ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა ელექტროსამაჯურების დანერგვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, დაინერგოს ელექტროსამაჯურები. გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს. ასევე გაგრძელდება ოჯახში ძალადობის კუთხით გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი, რათა ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930