გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი, ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

30-07-2024

ჯერ „ენჯეოებმა" უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ა.შ. ესაა ერთი და იგივე, თავს მოხვეული მომაბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მისივე თქმით „ქართული ოცნება" მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და ეს სცენარი ჩავარდება.


„წინაზე 3 ყალბი მაჩვენებელი წარმოადგინეს. ერთი - ე.წ. „პივიტი", პარალელური დათვლის შედეგები, თქვეს, რომ ამ „პივიტის" აცდა ცესკოს შეეგები და მერე გაირკვა, რომ პირიქით, თვითონ გააყალბეს ეს „პივიტი" და პირიქით, „პივიტი" აცდა ცესკოსს შედეგებს, ეს იყო პირველი სიყალბე. მეორე სიყალბე ეხებოდა ზედმეტობებს - მათ თქვეს, რომ ზედმეტობები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8 პროცენტში და ამ დროს დადგინდა, რომ მხოლოდ 8 უბანზე დაფიქსირდა ზედმეტობა, ანუ 8 უბნის მაგივრად თქვეს 300 უბანი, ეს იყო მეორე ყალბი ინფორმაცია და მესამე იყო ის, ასევე ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თითქოს, ცესკომ სერიოზული დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, როცა დაგვიანება საერთოდ არ იყო, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ღამის 4 საათი იყო, თუ არ ვცდები, როცა ცესკომ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ 3 „ფაქტზე" დაყრდნობით, დაახლოებით 30-მა „ენჯეომ" ერთად დადო დასკვნა იმაზე, რო ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ლამის საქართველოს ისტორიაში. ჯერ „ენჯეოებმა" უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ა.შ. ერთი და იგივე თავს მოხვეული მომაბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში. იმდენჯერ გააკეთეს ეს ყველაფერი, არსებობს გამონათქვამი, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მითუმეტეს 7-ჯერ ვერ შეხვალ ერთ მდინარეში, 2012 წელს სცადეს, რომ არჩევნები არ ეღიარებინათ, შემდეგ 2016 წელს ჰქონდათ მცდელობა, 2020 წელს ჰქონდათ იგივე მცდელობა, რამდენჯერ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, ხალხი დაღლილია ამ ყველაფრით. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და თუ საუბარი გვაქვს ჩვენ 60/20 თანაფარდობაზე, ამ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაც არის საკმაოდ რეალური. იქ 1-მა, 2-მა პროცენტმა შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, საბოლოო ჯამში, მაგრამ საკმაოდ რეალურია ეს ყველაფერი. როცა ყველა იხილავს, რომ არის დამაჯერებელი გამარჯვება, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად ჩავარდება ის სცენარი, რომელიც წინასწარ შეგვიძლია დავაანონსოთ, იმიტომ რომ ეს არის მათი გეგმა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930