გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შემაკავებელი ორდერების გაცემა, თვითონ მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და მიუთითებს ნდობის გაზრდაზე

9-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.

 

შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა, რომლის განცხადებითაც პოლიციელებისადმი  მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია და ეს თავისთავად ნდობის გაზრდაზე მიუთითებს.

 

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან 9 თვე გავიდა და ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, გარკვეული შედეგები, მიღწეული ამ ადამიანების მიერ გაწეული შრომის და დავგეგმოთ მომავალი გეგმები.


ჩვენ ამ ღონისძიებით ვიწყებთ საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გარკვეულ შეფასებებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას თქვენთან ერთად რა თქმა უნდა, აქტუალური თემები განვსაზღვროთ მომავალი 2019 წლისთვის.


მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმების ნუსხა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რომელიც მოიცავს   შინაარსობრივ ცვლილებებს, რეფორმებს, სტრუქტურულ რეფორმებს და რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც უნდა შექმნას ჩარჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.


ამ რეფორმების პირველი ნაბიჯი გახლდათ, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ეს არ იყო შემთხვევითი, ჩვენ მაშინაც ვთქვით და დღესაც აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან მკაფიოდ და კარგად გვესმის, რომ არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს. რაც მთავარია,  ჩვენ ეს სტანდარტი უნდა ავამაღლოთ. ამიტომ, წინაპირობა როგორც სხვა ყველა რეფორმის დაწყების და შედეგების მიღწევის - ჩვენ შევქმენით ეს დეპარტამენტი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი. რა თქმა უნდა ამ დეპარტამენტის ფუნქცია გახლავთ და გახლდათ ზედამხედველობა გაუწიოს კონკრეტულ სპეციფიურ საქმეებს. შინაარსობრივად ეს იყო  პირველი დეპარტამენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ხარისხის კონტროლი. ამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამე თუ სწორად ამ ნაბიჯმა მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ შედეგებზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930