გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 16 პოლიციელია მხილებული, 8 მათგანს კი დისციპლინური დაეკისრა

9-10-2018

ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი იქნა მხილებული, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებისთვის სამინისტრომ 8 პოლიციელს დისციპლინური სახდელი დააკისრა-შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. 


ღონისძიების გახსნისას, მისასალმებელ სიტყვაში გიორგი გახარიამ სამინისტროს პოლიტიკის გამკაცრების  იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო რეაგირება გამოვლინდა.


„ჩვენთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ გარკვეულწილად, გაგვემკაცრებინა შიგნით სისტემაში თანამშრომელთა მხრიდან ოჯახური ძალადობის  ჩადენის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრება.  ჩვენ კარგად გვესმის ამასაც რამხელა პრევენციის ძალა აქვს და რამხელა მორალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია ოჯახური ძალადობის ჩადენაში, მის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დროული, ეფექტური და ეს ჩვენი შიდა დისციპლინის თემაც გახლავთ,“  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031