გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქეების გარკვეული კატეგორია 1-ელ იანვრამდე პირადობის მოწმობას უფასოდ მიიღებს

9-10-2018

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.


სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელ მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა(ოთხმოცდათვრამეტი ათას ორასორმოცდაექვსმა) მოქალაქემ უფასოდ მიიღო.
აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გააკეთა. მან მიღწეული შედეგები შეაფასა და განმარტა, თუ ვის შეეხება აქცია.


აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:


• საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1-ელ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული არიყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;
• მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია(უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
• რეგისტრაციიდან მოხსნილი, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
• მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
• მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი;
• ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს,


ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე;

აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისაგან.
აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031