გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, მორალურად რთული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო - თუ არ გინდოდა, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ

4-08-2024

როგორ მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, წაგებული ჩხუბის მერე რომ მუშტებს იქნევენ, ჩვენთვის მორალურად რთული დილემა იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო და ა.შ. - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გერმანიის მიერ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების და რუსეთისთვის გაცვლის შესახებ.


ექსპერტი ვარაუდობს, რომ გერმანული მხარე ამერიკელების სურვილს უსიტყვოდ დაემორჩილა და ხანგოშვილის მკვლელი გაათავისუფლა.


„როგორ მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, წაგებული ჩხუბის მერე რომ მუშტებს იქნევენ, ჩვენთვის მორალურად რთული დილემა იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო და ა.შ. (შუაგულ ბერლინში დღისით მზისით გააგორა „ეფესბეს“ აგენტმა ხანგოშვილი და სამუდამო პატიმრობაში იყო). თუ არ გინდოდა გათავისუფლება, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ. მაგრამ ამერიკელებს უნდოდათ, ისე თავისიანებს ვერ გაცვლიდნენ და დაიბრუნებდნენ, ამიტომაც გერმანელებს ეტყობა, ერთი მაგრად შემოსცხეს და ისინიც უტყვად დაემორჩილნენ. ხომ გახსოვთ ცნობილი - „ასე ვიცის ჯაყომა”, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031