გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: მინდა სტაბილურობისა და ტოლერანტობის დამცველი პრეზიდენტი ვიყო

9-10-2018

მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა მან დღეს რუსთავში, ქალაქის თეატრში გამართა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო დღეს სტაბილური ქვეყანაა, თუმცა რეგიონში ვითარება სულ უფრო რთულდება. მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას სურს, სტაბილურობის გარანტი იყოს.

 

„საქართველომ რთული პერიოდი გაიარა და დღეს სტაბილური ქვეყანაა. ჩვენი რეგიონი კი არის რთული და სულ უფრო რთულდება. პრეზიდენტი არის სტაბილურობის გარანტი და მე მინდა ამ სტაბილურობის დამცველი იყო. მე ვერ დაგპირდებით პენსიების ზრდას, ამის უფლება არ მაქვს. მაგრამ დაგპირდებით, რომ ვიქნები ყველას პრეზიდენტი და ყველას დამცველი, ყველა მცირე ჯგუფის. სწორედ ეს არის პრეზიდენტის მთავარი ძალა, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი და ყველას გამაერთიანებელი. რუსთავი არის მრავალეროვანი ქალაქი და მე ვიქნები ამ ტოლერანტობის დამცველი მიუხედავად იმისა, რას ისაუბრებენ ჩვენზე,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდანტი უმუშევრობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსთავის მოსახლეობა ერთ საწარმოზე ან სამუშაოდ თბილისში წასვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

 

„როგორც რუსთავის, ასევე ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ქალაქმა ამ კუთხით დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ჰქონდა დიდი ქარხანა. დღეს რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე და არც მარტო თბილისში წასვლაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვნახოთ სხვა გზები“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ის, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას შეეხო.

 

„ქალთა მიმართ ძალადობა გახდა ახალი მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ქალი, როგორც დედა, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ჩემი მოღვაწეობისას მთავარი უნდა იყოს. ვთვლი, რომ პრეზიდენტს უნდა შეატყობინონ ამის შესახებ და მას უნდა შეეძლოს ამ კუთხით დასახმარებლად, ინიციატივებით მიმართოს პარლამენტს იმ ფარგლებში რისი უფლებაც პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდანტმა.

 

შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებისა და მათი ნოვაციური იდეების დახმარებაზე, ასევე იმ სტუდენტების მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომლებიცსაქართველოში ბრუნდებიან. მისი თქმით, ქვეყანას უნდა შეეძლოს ამ სტუდენტების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930