გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქალბატონი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით წააქცია, შემდეგ კი გაუპატიურება სცადა“-ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

9-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ე.კ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 2 იანვარს ღამის საათებში, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ე.კ.-მ ქ.თბილისში თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით თ.ხ. წააქცია და მისი გაუპატიურება სცადა. დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ე.კ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რის შემდეგაც თ.ხ.-ს ჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ე.კ. 4 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, არაერთგზის), 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930