გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
6 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერდება

5-08-2024

6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, (ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერებული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.


ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასაზღვრო გამატარი პუნქტი"დარიალის" გავლით, მგზავრთა მიმოსვლა (საპასპორტო კონტროლი და საბაჟო პროცედურები) ორივე მიმართულებით იქნება შეჩერებული.


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, 24/7-ზე, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30