9-10-2018
გერმანული გამოცემა, «Deustche Welle» საქართველოს შესახებ კრსტო ლაზარევიჩის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტი საქართველოს შესახებ თავისებურ (შეიძლება ითქვას ტენდენციურ / რედ.) ხედვას ამჟღავნებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ნათლად გამოკვეთილი ევროპული თვითშეგნებით, მაგრამ გაურკვეველი მომავლით. ქვეყანა დიდ და მცირე კავკასიას შორის არსებული ქვეყანა პატარაა, მაგრამ ბალკანეთიდან მაინც შეამჩნევ. ევროპის განაპირას მდებარე საქართველო მთებისა და ცუდი გზების გამო მოგზაურს დიდი მოეჩვენება. ქართველები სტუმართმოყვარენი არიან, საჭმელს იმდენს გაჭმევენ, რომ შეიძლება მუცელი გაგისკდეთ... და თუ ამას თვითნახად ჭაჭას დავუმატებთ... საქართველოს მთები ბალკანეთის მთებზე მაღალია, ღვინო უკეთესია, ქეიფიც და დროსტარებაც უფრო ხმაურიანი.
ქართველები გაოცებულნი არიან, როცა ეკითხები - თვლიან თუ არა თავს ევროპის ნაწილად. ეს იგივეა, რომ შეეკითხო - იბანენ თუ არა ხელებს ტუალეტიდან გამოსვლისას. შემდეგ. ევროპაზე ორიენტაციაში ეჭვების გასაფანტავად ქართველებმა ყოველ შენობაზე ევროკავშირის დროშა ჩამოჰკიდეს. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ თვითონ ევროკავშირს არ სურს საქართველოს მიღება - მიზეზი რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპირებაშია. ასე რომ, ქართველებს რამდენიც უნდათ, იმდენი დროშის გამოფენა შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ ევროვიზიის კონკურსისთვისაა საკმარისი და არა ევროკავშირში მიღებისათვის“-ნათქვამია სტატიაში.
p.s. მასალის ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge