გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

6-08-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეაში, ილსანში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში Korea International Tourism Show მიიღო მონაწილეობა. ტურისტულ გამოფენაზე საქართველო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით წარდგა.


Korea International Tourism Show-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.


„გამოფენის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კორეის ტურიზმის ორგანიზაციის (KTO) აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან კანგ იუ იუნგთან და ტურისტული კომპანიის Hanjin travel-ის ხელმძღვანელებთან.


Korea International Tourism Show-ს 50 ათასი სტუმარი ეწვია, გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი“ –აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30