გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელ ეკონომიკაში რუსთავს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს

9-10-2018


მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსთავს დღევანდელ ეკონომიკაში სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს.


ეს განცხადება მან ქალაქ რუსთავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

მისივე თქმით, იგი გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსთავის განვითარებაზე იზრუნებს.

 

„ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში.

ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება რუსთავის განვითარება. ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს დღევანდელ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. თუ რამე არის საჭირო და წარმატებული დღევანდელ მსოფლიოში, ეს არის რუსთავის ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა, რაც კავკასიის ერთ-ერთ ცენტრად ქმნის. უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. შემდეგ, ამ ყველაფერში ჩავრთავთ მთავრობას, პარლამენტს, უცხოელ ინვესტორებს, უცხოელ პარტნიორებს, რომლებთანაც მე მექნება ურთიერთობა. ეს არის ის, როგორც მე წარმომიდგენია პრეზიდენტი, არა მხოლოდ გაუთავებელ დებატებში ჩართული, არა მხოლოდ ვეტომდებელი, არამედ თქვენთან ერთად ფიქრში, თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930