გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით: ეს უკვე მრავალსერიან კომედიად გადაიქცა

9-10-2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ბიზნეს-ომბუდსმენობის დროს, ზაზა ოქუაშვილთან გამართულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენის რანგში ესწრებოდა.

 

მისივე თქმით, „ომეგა“ ჯგუფის გარშემო შექმნილი მდგომარეობა ერთი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ის მზადაა, განვითარებულ მოვლენებს მოთმინებით, ბოლომდე უყუროს.

 

“ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას ესწრებოდა, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. შეხვედრის ამოცანა და მიზანი ადგილობრივი წარმოების დახმარება გახლდათ. საუბარი იმ  გაუბედურებულ წარმოებას ეხებოდა, რომლის სახელი აღარც მახსოვს. ამას ვადასტურებ და დავადასტურებ. ხოლო ყველაფერი, რაც შემდგომ მოხდა, ეს არის უბრალოდ ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილის მომგვრელია. უკვე მრავალსერიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი და მე მზად ვარ, ამ კომედიას ბოლომდე ვუყურო. აი ასე, მოთმინებით და ყველანაირი ემოციების გარეშე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031