გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს

11-08-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სენატორი ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტს და მის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან. ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა მასპინძელი მონასავით დაფაცურდებოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო ნამდვილად ასე მოხდებოდა.


„სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება: "მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა" ძალიან თვალსაჩინო მახასიათებელია თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ს საქართველოსთან. ჩამოვიდა მოითხოვა და ელოდა მასპინძელი მონასავით დაფაცურდებოდა. ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო ნამდვილად ასე მოხდებოდა. ზოგადად, შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს“-წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31