გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა

9-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.


„ახლოვდება არჩევნების დღე. ეს, ნამდვილად, არჩევანის დღეა და ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი პრეზიდენტი გინდათ. გსურთ პრეზიდენტად რომელიმე პარტიის ლიდერი, რომელიც პარალელურად ზეპარტიულობას ირწმუნება? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს თესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და მაინც გპირდებათ რაღაცეებს? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს იმ წარსულს, რომელშიც ვიყავით ჩაფლული და რომლიდანაც გამოვედით და გვინდა, რომ მთლიანად გამოვიდეთ? როგორი პრეზიდენტი გინდათ ეს არის თქვენი გადასწყვეტი და არა ჩემი. მე, მოვდივარ თქვენთან როგორიც ვარ, არც გატყუებთ, არც ზედმეტს გეუბნებით. კახელი ვარ მიყვარს სიმართლის თქმა, ზოგჯერ მწარე სიმართლის, ზოგჯერ პირდაპირი სიმართლის და ზოგჯერ ჯიუტი სიმართლის“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,სავალან მირზოევი დაესწრნენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031