გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუდანის ჯგუფის საღებავებზე გამოკვლეულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

12-08-2024

სურსათის ეროვნული სააგენტო, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა დასახელების სურსათს იკვლევს. მიმდინარე წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში აღებულია და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია სურსათის 56 ნიმუში, მათ შორის, სუნელ-სანელებლები, კეტჩუპი, სოუსები, კვერცხი და სხვა.


კვლევის შედეგად, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობა არ გამოვლინდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 60-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებული სურსათის სხვადასხვა მაჩვენებელზე კვლევას რეგულარულად ახორციელებს და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოპერატიულად აწვდის.


სუდანის ჯგუფის საღებავები წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930