გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ჰელსინკის კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო - ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?!

13-08-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც - „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, Facebook-ზე ეხმიანება.


„დანია ფესტივალებს გვიფინანსებს და სააკაშვილის პორტრეტებს გვიფრიალებს დემოკრატიის სახელით… აქეთ კიდევ, ჰელსინკის კომისიამ, ქოლ-ცენტრების ფულით ავიწროებენ ოპოზიციას საქართველოშიო… უკაცრავად და, სკანდინავიაში თეთრი ღამეები დაეწყოთ, თუ, აბა, რა „ჩამოაბნელეს“, ხომ კარგად არიან?! საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული თაღლითი კეზერაშვილი, რომელსაც „მისტერ-ოფშორით“ იცნობენ და ბრალი ედება ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, აფინანსებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო? ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?! აბა, როგორ დავიჯერო - კეზერაშვილის ჯიბეზე დასხდნენ ესენიც?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031