გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
The Guardian: პარიზის პარალიმპიურ თამაშებში პირველად ტრანსგენდერი მიიღებს მონაწილეობას

14-08-2024

იტალიელი მორბენალი ქალი ვალენტინა პეტრილო იქნება პირველი ტრანსგენდერი, ვინც პარიზის პარალიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.


50 წლის სპორტსმენი იტალიის ნაკრების წევრია. ის 200 და 400 მეტრზე სირბილში მიიღებს მონაწილეობას.


პეტრილო, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს, სქესი 2019 წელს შეიცვალა. გასულ წელს მან სირბილში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პეტრილოს, სანამ ქალი გახდებოდა, მამაკაცთა კატეგორიაში 11 ეროვნული ჯილდო აქვს მოპოვებული.


მისი თქმით, მისი მონაწილეობა თამაშებში „ინკლუზიურობის მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცევა“.


საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ენდრიუ პარსონსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პეტრილოს პარიზში მიესალმებიან, მას


სურს, რომ სპორტულმა სამყარომ ტრანსგენდერებთან მიმართებაში ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს.


პარიზის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოდან - 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930