15-08-2024
„ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ბიემჯის“ სტატიას, სადაც საუბარია, რომ ჩაკვეტაძემ მმართველ პარტიას წლიურ სადეპუტატო ხელფასზე 13.8%-ით მეტი თანხა შესწირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩაკვეტაძის განცხადებით, პარტიის შემომწირველი რომ სხვა გიორგი ჩაკვეტაძეა, პირადი ნომრით მარტივად გადამოწმებადი იყო, თუმცა “ბიემჯიმ” ფეიკ ნიუსი გაავრცელა.
„ასე აკეთებენ ნაცები ფეიკ ნიუსს. დეკლარაციის შევსება რომ არ გინდათ და ლამის ქვეყანა გადააყოლეთ ეს გავიგეთ. ჩემს დეკლარაციას კარგად კითხულობთ, მაგრამ სხვა გიორგი ჩაკვეტაძე რომ არის იქნებ ეგეც გენახათ. მარტივად გადამოწმებადია პირადი ნომრით. ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და შესაბამისად, ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს სურვილი პარტიას თავისი დანაზოგი შესწიროს!
მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩემი მოსახელე და მოგვარე აღმოჩნდა.
BMG • ბიემჯი ხელფასების დათვლას, პასუხი გაგვეცით, ვისი ბრალია?! ეს ვისი ბრალია?! “ - წერს ჩაკვეტაძე.