გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის - დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა

10-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდანტს, სალომე ზურაბიშვილს იმ ადამიანების გაერთიანება შეუძლია, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან.


ეს განცხადება მან მარნეულში ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.

 

“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია და იცის თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ამიტომ, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის - დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა. ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში მთავარი პრინციპის გამო ერთმანეთს უპირისპირდება  - ეს არის ადამიანის უფლებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, სიღრმისეულად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი.  ერთად საქართველოსთვის - ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031