გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: საოცარი „ფასეულობების“ ირგვლივ ქმნიან დღეს „საოცნებო ოპოზიციურ სპექტრს“ და საოცარი ამომრჩეველიც აგულიანებს მათ: გაიხადეთ! გაიხადეთ!!!

16-08-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წინასაარჩევნოდ შექმნილი ოპოზიციის ერთობას აფასებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს გადაღებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იხსენებს და წერს, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ ვიდეორგოლების გმირები მადლიერები დარჩებოდნენ „ქართულ ოცნებას“ ამ კადრების განადგურებისთვის.


„გადიოდა დრო და „სააკაშვილი ფიქჩერზის“ ეს ვიდეოგმირები კვლავ მის ბანაკში ბარგდებოდნენ: პოლიტიკაში, მედიაში, ენჯეო-სექტორში და კიდევ ერთ ორგანიზაციაში, რომელსაც არ დავასახელებ,“ - წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ეს ვიდეორგოლები ისევ გადამღებთა ხელში იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, ამ კადრების „დეკონსერვაციის“ პროცესია.


„არაერთგზის განვმარტე, თუ რა სტატუსით მომიწია 2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში აღმოჩენილი სააკაშვილის პორნო-დოკუმენტალისტიკის კადრების გაცნობა. სამსახურებრივად მევალებოდა, სამწუხაროდ. რაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით მე სადმე ან ვინმესთან ამ ვიდეორგოლების "გმირების" საჯარო იდენტიფიცირება მომეხდინა. მიამიტურად მეგონა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კომისიური წესით განადგურებით, მსხვერპლთა მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ მადლიერების გრძნობას მოვესწრებოდი, რადგანაც უხერხული მძევლობიდან გამოვიყვანეთ ისინი, გავათავისუფლეთ სააკაშვილის ტყვეობიდან, მაგრამ - ნურას უკაცრავად. გადიოდა დრო და "სააკაშვილი ფიქჩერზის" ეს ვიდეოგმირები კვლავ მის ბანაკში ბარგდებოდნენ:


პოლიტიკაში, მედიაში, ენჯეო-სექტორში და კიდევ ერთ ორგანიზაციაში, რომელსაც არ დავასახელებ. გასაგები იყო, რომ ამ პორნო-დოკუმენტალისტიკის დედნები კვლავ გადამღები ჯგუფის ხელშია. ასე რომ, მათი მძევლობიდან გამოყვანა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ამჟამად კი მათი დეკონსერვაციის პროცესის მომსწრენი ვართ. ჩემს თვალწინ წლობით დაკონსერვებული „პოლიტიკოსების“ რეინკარნაციას ვხედავ.


სიძვისა და მრუშობის, გაუკუღმართებული ურთიერთობების ამ წყვილებიდან, ხან მდედრი გადასკუპდა თავისი გადამღები ჯგუფის წიაღში, ხან მოგვიანებით - მამრი. ხან ერთ-ერთი მამრი, მდედრის როლის არარსებობის გამო. მათი შემხედვარე, უკანასკნელი იმედი, რომ პოლიტიკასაც სჭირდება სუფთა ხელები ან წრფელი სული - ნაცსექტანტების რიგებში საბოლოოდ ქრება. რატომღაც ბიბლიური სიუჟეტი გამახსენდა, სადაც ევამ აცდუნა ადამი, ცოდვაში ჩააგდო იგი და მისი მხრიდან სირცხვილის ქენჯნის პირველი გამოხატულება - საკუთარი სიშიშვლის აღქმა იყო. ამიტომაც შეიმოსა ლეღვის ფოთლით და მას შემდეგ გაშიშვლება აზრადაც აღარ მოსვლია. ჩემი ამ სტატუსის ერთ-ერთი მთავარი "უსახელო" გმირიც თავის დროზე მისივე პარტიის "ევამ" შეაცდინა, მასაც მოუწია "ლეღვის ფოთლით" მრუშობის იარაღის ამოფარება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მას ოდესმე, კვლავ მოუნდებოდა "გაშიშვლება". საოცარი "ფასეულობების" ირგვლივ ქმნიან დღეს "საოცნებო ოპოზიციურ სპექტრს". და საოცარი ამომრჩეველიც აგულიანებს მათ: გაიხადეთ! გაიხადეთ!!!“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930