16-08-2024
ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებულს საზოგადოება „ქართული“ საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს. პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი.
წელს იგი გამარჯვებულს 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს, პატრიოტული თემატიკისადმი მიძღვნილი ახალი ლექსებისთვის გადაეცემა.
2024 წლის 23 ივნისს, ლადო ასათიანის გარდაცვალების დღეს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადოება ,,ქართულმა’’ გამოთქვა სურვილი, გარკვეული წვლილი შეეტანა დიდი პოეტის შემოქმედების უკვდავყოფაში. ამ მიზნით, ახლახან საზოგადოება ქართულმა ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა.
„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ხელს შევუწყობდით დიდი პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეს. მისი სახელობის პრემიის დაარსება პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით“,- აღნიშნა საზოგადოება ქართულის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ. საზოგადოება #ქართული მიზნად ისახავს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ღირსეული პატივი მიაგოს გამოჩენილ მამულიშვილთა ხსოვნას“,- განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა.
1-11-2024
1-11-2024