10-10-2018
საქართველოს პარლამენტის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, საქართველო ევროპასთან ახლოს ისე არასდროს ყოფილა, როგორც დღეს.
ეს განცადება მან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
„არასოდეს ვყოფილვართ ევროპასთან ასე ახლოს, როგორც დღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად ევროპის სოციალურ და კულტურულ გარემოში, არამედ, პირველ რიგში, ევროპელებს უნდა გაუჩნდეთ ანალოგიური განცდა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ქალბატონი მოგერინის ფრანკფურტში გაკეთებული განცხადება სწორედ ამის დასტურია“ - განაცხადა რომან კაკულიამ.