გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ხაჭაპურიძე: პროკურატურაზეა დამოკიდებული გამოაქვეყნებს თუ არა ლევან ყიფიანის ჩვენებას

10-10-2018

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურაზეა დამოკიდებული გამოაქვეყნებს თუ არა ყიფიანის ჩვენებას.

მისი თქმით, გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების წინააღმდეგები არ არიან, რადგან მათ დასამალი არაფერი აქვთ.

 

„ჩვენ ვამზადებთ ორ სამართლებრივ დოკუმენტს, ერთი გახლავთ პროკურატურაში საჩივრის შეტანა ბატონი ოქუაშვილის მხრიდან ლევან ყიფიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ფაქტთან დაკავშრიებით  და მეორე - სამოქალაქო სარჩელი ბატონ ლევან ყიფიანის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ვინაიდან ეს დოკუმენტები ჯერ მზად არ არის მე ვურჩიე ბატონ ლევანს თავი შეეკავებინა პრეს-კონფერენციის ჩატარებისაგან და მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანთ მას შეუძლია უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს.


ბატონი ყიფიანი პროკურატურის მიერ სასამართლოს მეშვეობით ორჯერ იქნა დაკითხული. გუშინდელი კითხვები  პირველი ორი დაკითხვის ირგვლივ დამაზუსტებელ კითხვებს ეხებოდა, თუ რა დეტალები იყო, როგორ იყო. მე ჩემი მარწმუნებლის მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მაქვს უფლება გავაჟღერო, ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება მიმართოთ პროკურატურას, პროკურატურის პრეს-ცენტრი თუ საჭიროდ ჩათვლის გააკეთებს განცხადებას. პროკურატურაზეა დამოკიდებული გამოაქვეყნებს თუ არა ჩვენებას. ყიფიანს რამე სხვა სტატუსი, გარდა მოწმისა, არ გააჩნია. ეს იყო გამოკითხვის ოქმი და არა დაკითხვის ოქმი, ამიტომ სამართლებრივად როგორც გადაწყვეტენ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს,“ - განაცხადა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31