გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ახალი შეტევა მოჰყვა, ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს, რომ სანდო დოკუმენტია

17-08-2024

„OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.


მისი განცხადებით, OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი, ცდილობს, ქსეროქსის ფურცელი სანდო დოკუმენტიად წარმოაჩინოს. ექსპერტი სტატიას საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერსაც უწოდებს.


„OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა. OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს რომ სანდო დოკუმენტია, რაც ადასტურებს, რომ ივანიშვილის მეუღლემ რუსეთში ქონება გადაიფორმა, სტატიაში ერთი საინტერესო ხაზია, ტვ პირველი წერს ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვაო, ხაზარაძემ თვითონ თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა და იქნებ მასზეც დაწეროთ ანალოგიური სტატია ან კითხვა დაუსვათ, თუ რადგან გაფინანსებთ ფულს სუნი არ აქვს?


რაც შეეხება OCCRP-ის საგამოძიებო სტატიას, რომელ ჭეშმარიტებაზე საუბრობ, როცა სტატიას საერთაშორისო გაუმჭვირვალობა საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერი, რომლის მიღმა მხოლოდ მთავარი, ფორმულა და ტვ პირველი არის!

ამ ქსეროქსის ფურცელს დოკუმენტს როგორ უწოდებთ?”, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930