გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოქუაშვილის წინააღმდეგ ლევან ყიფიანს პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

10-10-2018

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში მომდევნო კვირის დასაწყისში საჩივარი შეაქვთ.


“პროკურატურაში ორშაბათს ოქუაშვილის წინააღმდეგ ლევან ყიფიანის მიმართ თაღლითური ქმედების ფაქტზე საჩივარი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებასთან დაკავშირებით შეგვაქვს. ასევე, შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შეალახვასთან დაკავშირებით.

ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა ჩართულიყო ერთ-ერთ ბიზნეს პროექტში, კერძოდ, ბე-ემ-ვეს მოდელის ავტომანქანების ჩინეთში გაყვანასა და გაყიდვაში, რაზეც ყიფინამა მისი პარტნიორებისგან გარკვეული ვალდებულებები აიღო და თურქეთიდან ჩინეთში 50 ცალი “ბე-ემ-ვე“-ს მოდელის ავტომანქანა იქნა ჩაყვანილი. ჩინეთში  ეს ავტომანქანები გაიყიდა, თუმცა ყიფიანმა ოქუაშვილის თაღლითური ქმედების შედეგად ვერც ერთი თეთრი ვეღარ მიიღო,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031